სერვისები
საკომუნიკაციო კამპანია კომპლექსური და მრავალშრიანი სერვისია, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული მარკეტინგული მიზნის მიღწევას დროის გარკვეულ მონაკვეთში. მასში შეთანხმებულად მონაწილეობენ კომპანიის სხვადასხვა რგოლები შესაბამისი სერვისების მიწოდების გზით. კრეატორის პორტფოლიო მოიცავს როგორც გაყიდვებზე ორიენტირებული, ასევე სოციალური ხასიათის კამპანიებს. საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვა ხორციელდება რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გათვალისწინებით (მიზნობრივი აუდიტორია, ბიუჯეტი, ხანგრძლივობა, პერიოდი, გავრცელების არეალი) და კომპანიის დეპარტამენტების კომპლექსური ჩართულობით, რომლებიც სხვადასხვა მომსახურებას უზრუნველყოფენ: კრეატიული კონცეფციის შემუშავება, მედია სტრატეგიის განსაზღვრა, კონტენტის შექმნა, საკომუნიკაციო პროდუქტების დამზადება-მიწოდება (ვიდეო, ბეჭდური, DG მასალები და ა.შ.), მთლიანი კამპანიის ორგანიზება და ზედამხედველობა, მისი შედეგების ანალიზისა და რეპორტინგის ჩათვლით.
საკომუნიკაციო კამპანიის წარმართვას მედია პლატფორმებზე უზრუნველყოფს კრეატორის მედია ჯგუფი. კომპანიის მედია სერვისი რამდენიმე საფეხურს მოიცავს: ბაზრის კვლევა, მედია სტრატეგიის შემუშავება, მედია შესყიდვა, დაგეგმარება, განთავსება, მონიტორინგი და რეპორტინგი. კომპანიის მედია ჯგუფი წარმოადგენს პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც ბაზარზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ისეთ ლოკალურ და საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა ტოიოტა, უნილევერი, ორიფლეიმი, სელპაკი, კრკა, სონი, სელფი, სუფთა სახლი და სხვა. ბაზარზე თითქმის ოცწლიანი ოპერირების მანძილზე კრეატორმა დაიმკვიდრა პროფესიული უნარების მქონე კეთილსინდისიერი პარტნიორის სახელი, რაც მედიაში თანამშრომლობისთვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს. მედია სერვისი მოიცავს ყველა არსებულ მედია პლატფორმას: ტელევიზია, ციფრული მედია, გარე რეკლამა, რადიო, ტრანსპორტი, და სხვა. მედია ბაზრის უმთავრესი ინსტრუმენტი არის კვლევები, რომელიც ამა თუ იმ მედია საშუალების რეიტინგს და პროფაილს ადგენს. დღეისათვის საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებით მხოლოდ სატელევიზიო მედია იზომება ორი მსხვილი ოპერატორის მიერ - AGB Nielsen Georgia და კანტარი (Tri Media Intelligence). კრეატორი ორივე მათგანის ხელმომწერია.
მედია PR არის არაპირდაპირი კომუნიკაციის ფორმა, რომელიც ხორციელდება სტატიების, ბლოგების, ტვ/ონლაინ სიუჟეტებისა და რუბრიკების, product placement-ის გზით. PR ხშირად დაკავშირებულია BTL (below the line) აქტივობასთან, ამიტომაც ეს ორი მიმართულება კომპანიის ერთ რგოლში ერთიანდება. PR სტრატეგია მუშავდება მედია ჯგუფთან ერთად და ამავე ჯგუფის მიერ მონიტორინგდება. რაც შეეხება BTL-ს, ეს სერვისი მოიცავს, როგორც ცალკეული ღონისძიებების ორგანიზებას (პრეზენტაცია, პრესკონფერენცია, გახსნის ცერემონია და ა.შ), ასევე გაყიდვების საპრომოციო აქტივობის მართვას (სემპლინგი, ლატარია, gift set, და სხვა). ორივე შემთხვევაში BTL-სერვისი გულისხმობს კონტენტის და მექანიკის შემუშავებას, კამპანიის ვიზუალიზაციას გაყიდვის წერტილებში (სტენდები და დისფლეები, ბრენდზონები, უნიფორმები, საჩუქრები, და სხვა), პრომოუტერების სუპერვაიზინგს, ინფლუენსერებისა და ბლოგერების კურირებას, პროცესის სრულ მონიტორინგსა და რეპორტინგს.
კონტენტის შექმნა წარმოადგენს კომპანიის კრეატიული ჯგუფის უმთავრეს ამოცანას, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს კომუნიკაციის ხარისხს, კამპანიის მიმართულებას და არქიტექტურას. კრეატიული ჯგუფის მიერ მუშავდება მთავარი საკომუნიკაციო მესიჯის და აქტივობის შინაარსი. კონტენტი საბოლოო სახეს იძენს მხატვრული ფორმის მინიჭებით, რომელიც კონკრეტული დიზაინით, სლოგანითა თუ სცენარით გადმოიცემა. კონტენტის ხასიათს განსაზღვრავს იმ საკომუნიკაციო არხების სპეციფიკა, რომლისთვისაც ის იქმნება. კონტენტი კი, თავის მხრივ, გვკარნახობს მედია კამპანიის სტრატეგიას და მის ძირითად პარამეტრებს.
მარკეტინგული მიზნიდან და ბრენდის ფილოსოფიიდან გამომდინარე ჩვენ ვქმნით პროდუქტის კრეატიულ კონცეპტს, ვიზუალურ თუ ვერბალურ იდენტობას. კრეატორი არის ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია, რომელმაც დაიწყო ბაზარზე ბრენდბუქის ფენომენის, როგორც ბრენდის კონსტიტუციის დამკვიდრება. ბრედინგი არის კრეატიული ჯგუფისა და დიზაინ სტუდიის ერთობლივი პროდუქტი. დიზაინ სტუდია ქმნის ბრენდის გრაფიკულ სახეს და ასევე შეიმუშავებს ბრენდბუქს, რომლის საშუალებითაც რეგულირდება ბრენდის იდენტიფიკატორები, ეს უკანასკნელი კი განსაზღვრავს ბრენდის ქცევას ბაზარზე. ბრენდის იდენტიფიცირება ხდება არა მარტო მისი გრაფიკული ლოგოთი, ბრენდინგში მონაწილეობს უამრავი სხვა ფაქტორი, როგორებიცაა ბრენდის საკომუნიკაციო ენა (wording), ბრენდთან დაკავშირებული სივრცული დიზაინი, ციფრული თუ ბეჭდვითი პროდუქტები, ვიდეო რგოლი და სხვა.
ნებისმიერი კამპანიის საიდენტიფიკაციო პროფილს განსაზღვრავს მისი დიზაინი. კრეატორის დიზაინ სტუდია ქმნის სხვადახვა შინაარსის საკომუნიკაციო პროდუქტების - ბეჭდვითი, ციფრული, საპრომოციო თუ სხვა - ვიზუალურ კონცეფციას, მათ ფორმასა და სტილს. სტუდიის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ინტერიერის დიზაინი სხვადასხვა ტიპის სივრცეებისთვის, როგორიცაა ოფისი, მაღაზია, პავილიონი, ბრენდზონა და ა.შ. სტუდიაში ასევე მუშავდება გაყიდვების წერტილებისთვის განკუთვნილი ავეჯის დიზაინი - სტენდები, დისფლეები, ენდკაპები, მიქსვოლები და სხვა. კრეატორში შექმნილი დიზაინის პროექტები სრულად შესაბამისობაშია წარმოების პროცესთან; დიზაინერები პროექტზე მუშაობისას თავიდანვე ითვალისწინებენ დამზადების ტექნიკურ მოთხოვნებს, რაც განაპირობებს საბოლოო პროდუქტის ფუნქციურობას და ხარისხს.
კრეატორის ვიდეო სტუდია არის კომპანიის დამზადების სერვისის მნიშვნელოვანი მიმართულება. სტუდია აწარმოებს სარეკლამო რგოლებს, ფილმებს, ინსტალაციებს, ადაპტაციებს, სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენების გზით - 3D, 2D, ვიდეო გადაღება, ანიმაცია. სტუდიისა და კრეატიული ჯგუფის კოლაბორაცია წარმოების მთელი პროცესის განმავლობაში მიმდინარეობს, რაც განაპირობებს საბოლოო პროდუქტის ხარისხს და მის შესაბამისობას მხატვრულ კონცეფციასთან.
კრეატორის საწარმო არის ლიდერი გაყიდვების წერტილებისთვის (retail) ბრენდირებული ავეჯის დამზადებაში. ბოლო რამდენიმე წელია ის ეწევა პროდუქციის ექსპორტს მეზობელ ქვეყნებში. კრეატორი გამოირჩევა ინოვაციური გადაწყვეტილებებით და მუდმივად ნერგავს ხარისხის ახალ სტანდარტს, რითაც ძალზე მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ბრენდებისთვის. საწარმო ორიენტირებულია მასშტაბური პავილიონებისა და ბრენდზონების წარმოებაზე მოლებისა და ქსელური მარკეტებისთვის, მაღაზიებისა და ოფისების ბრენდირებაზე, მათ აღჭურვაზე საჭირო ავეჯითა და დეკორით. აღსანიშნავია, რომ კრეატორში სრულად იმართება პროცესი დიზაინის შექმნიდან საბოლოო პროდუქტის დამზადებისა და ინსტალაციის ჩათვლით. კრეატორის საწარმოს მომსახურებით სარგებლობენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Samsung, LG, Delonghi, Hyundai, Lenovo, Toyota, Sony, Panasonic.