პროექტის ისტორია

მუნიციპალიტეტის პროექტის ფარგლებში, რომელიც დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებას ითვალისწინებდა, დაგვევალა ავტობუსის გაჩერებებზე მოსაცდელი სივრცისთვის თანამედროვე დიზაინის შექმნა. გვიხარია, რომ თბილისის ქუჩებში ლამაზი და კომფორტული მოსაცდელების პროექტი ჩვენ დიზაინ სტუდიაშია შემუშავებული.