პროექტის ისტორია

კუზანოვის კლინიკისთვის განკუთვნილი საინფორმაციო მრავალგვერდიანი ბროშურა ეძღვნება კლინიკის სერვისების აღწერას, სადაც თითოეული გვერდი გადმოცემულია ანტიკური თუ თანამედროვე ცნობილი ქანდაკებების შთაგონებით. ისინი თითოეული სერვისის შინაარსს განასახიერებენ. ეს კონცეფცია, რომელიც შესანიშნავი მიგნებაა პლასტიკური ქირურგიის ბროშურისთვის, ხორცშესხმულია ძალზე ნატიფი და ემოციური შესრულებით.