პროექტის ისტორია

დამკვეთის ბრიფის მიხედვით უნდა შეგვექმნა პრეზენტაციის კრეატიული კონტენტი, რომელიც გადმოსცემდა სმარტის ისტორიას მოდელთან ინტეგრაციით. ჩვენი შეთავაზება იყო 3D მეფინგი, რაც ნიშნავს გამოსახულების “შემოკვრას” სამგანზომილებიან ობიექტზე. მაშინაც და ახლაც, ეს არის რთული ტექნიკური ამოცანა, მით უმეტეს, რომ ინსტალაციის მართვა უნდა მომხდარიყო თბილისიდან კიევის მერსედესის ცენტრში. მიუხედევად იმისა, რომ ამ მოვლენიდან უკვე მრავალი წელი გავიდა, სმარტის პრეზენტაცია რჩება კრეატორის ვიდეო სტუდიის ერთ-ერთ საამაყო პროექტად, როგორც კონტენტის, ასევე შესრულების თვალსაზრისით.