პროექტის ისტორია

ძველ შენობაში განთავსებული თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის ცენტრალური ფილიალი საჭიროებდა განახლებას და თანამედროვე დიზაინის ელემენტების შეტანას მის სივრცეში. ამ მიზნით, პირველ რიგში, მოხდა ლოგოს შეცვლა, შემდეგ კი ფოიეს, რესეფშენისა და კარტოტეკის ოთახის რენოვაცია. ძველმა შენობამ მართლაც ახალი სიცოცხლე შეიძინა. განახლებული ინტერიერი პასუხობს თანამედროვე ბიბლიოთეკის კონცეფციას, და შესაბამისად მეტად იზიდავს მკითხველს.