პროექტის ისტორია

რექსონას გლობალური კამპანია წარიმართა სლოგანით “DO MORE”, რაც ქართულ ვერსიაში ასე ჟღერდა „გააკეთე მეტი“. სლოგანი გულისხმობდა მეტ ფიზიკურ აქტივობას, და ჩვენც ბითიელ კამპანიის მოტოდ სწორედ სპორტული შეჯიბრებების მოწყობა გადავწყვიტეთ. ბათუმის პლიაჟზე სპეციალურად შექმნილ სპორტულ მოედანზე ორი თვის განმავლობაში იმართებოდა სპორტული შეჯიბრი დამსვენებლებისგან შექმნილ ჯგუფებს შორის. პროექტი „გააკეთე მეტი“ არის ბრენდის ცნობადობის გაზრდის განსაკუთრებული მაგალითი, სადაც მარკეტინგული მიზანი მომხმარებელთა აქტიური ჩართულობით იქნა მიღწეული.