ჩვენ შევქმენით ბრენდი

ჩვენ შევქმენით ბრენდი
კრეატორი 2007 წელს დაარსდა. ჩვენ გვქონდა ამბიცია, შეგვექმნა მომსახურების სრული სპექტრის სარეკლამო კომპანია. ასეც მოხდა. კრეატორმა მალევე დაიმკვიდრა თავი ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში როგორც full-service კომპანიამ და საიმედო პარტნიორმა. წლების მანძილზე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობამ მოგვცა საშუალება კომპანიის შიგნით დაგვენერგა მომსახურების მაღალი სტანდარტი სააგენტო თუ საშემსრულებლო მიმართულებით, ხოლო ადგილობრივი ბაზარი გაგვემდიდრებინა ინოვაციებით. კრეატორის ისტორია, ყველა წარმატებული კომპანიის მსგავსად, არის სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე გზა, რომელიც ასევე სავსეა გამარჯვებებით, გუნდური მუშაობის საუკეთესო გამოცდილებით და საერთო მიღწევებით.
იდეიდან საბოლოო შედეგამდე
კრეატორის სერვისების ერთობლიობა ქმნის პროცესის უწყვეტობას იდეის დაბადებიდან საბოლოო პროდუქტამდე. იდეების გენერაცია არის ყველა აქტივობის საფუძველი, რის შემდეგაც იწყება მათი განხორციელება საორგანიზაციო და საშემსრულებლო ჯგუფების მონაწილეობით.
საკომუნიკაციო კამპანია კომპლექსური და მრავალშრიანი სერვისია, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული მარკეტინგული მიზნის მიღწევას დროის გარკვეულ მონაკვეთში. მასში შეთანხმებულად მონაწილეობენ კომპანიის სხვადასხვა რგოლები შესაბამისი სერვისების მიწოდების გზით.
საკომუნიკაციო კამპანიის წარმართვას მედია პლატფორმებზე უზრუნველყოფს კრეატორის მედია ჯგუფი. კომპანიის მედია სერვისი რამდენიმე საფეხურს მოიცავს: ბაზრის კვლევა, მედია სტრატეგიის შემუშავება, მედია შესყიდვა, დაგეგმარება, განთავსება, მონიტორინგი და რეპორტინგი.
მედია PR არის არაპირდაპირი კომუნიკაციის ფორმა, რომელიც ხორციელდება სტატიების, ბლოგების, ტვ/ონლაინ სიუჟეტებისა და რუბრიკების, product placement-ის გზით. PR ხშირად დაკავშირებულია BTL (below the line) აქტივობასთან, ამიტომაც ეს ორი მიმართულება კომპანიის ერთ რგოლში ერთიანდება.
კონტენტის შექმნა წარმოადგენს კომპანიის კრეატიული ჯგუფის უმთავრეს ამოცანას, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს კომუნიკაციის ხარისხს, კამპანიის მიმართულებას და არქიტექტურას. კრეატიული ჯგუფის მიერ მუშავდება მთავარი საკომუნიკაციო მესიჯის და აქტივობის შინაარსი.
მარკეტინგული მიზნიდან და ბრენდის ფილოსოფიიდან გამომდინარე ჩვენ ვქმნით პროდუქტის კრეატიულ კონცეპტს, ვიზუალურ თუ ვერბალურ იდენტობას. კრეატორი არის ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია, რომელმაც დაიწყო ბაზარზე ბრენდბუქის ფენომენის, როგორც ბრენდის კონსტიტუციის დამკვიდრება.
ნებისმიერი კამპანიის საიდენტიფიკაციო პროფილს განსაზღვრავს მისი დიზაინი. კრეატორის დიზაინ სტუდია ქმნის სხვადახვა შინაარსის საკომუნიკაციო პროდუქტების - ბეჭდვითი, ციფრული, საპრომოციო თუ სხვა - ვიზუალურ კონცეფციას, მათ ფორმასა და სტილს.
კრეატორის ვიდეო სტუდია არის კომპანიის დამზადების სერვისის მნიშვნელოვანი მიმართულება. სტუდია აწარმოებს სარეკლამო რგოლებს, ფილმებს, ინსტალაციებს, ადაპტაციებს, სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენების გზით - 3D, 2D, ვიდეო გადაღება, ანიმაცია.
კრეატორის საწარმო არის ლიდერი გაყიდვების წერტილებისთვის (retail) ბრენდირებული ავეჯის დამზადებაში. ბოლო რამდენიმე წელია ის ეწევა პროდუქციის ექსპორტს მეზობელ ქვეყნებში. კრეატორი გამოირჩევა ინოვაციური გადაწყვეტილებებით და მუდმივად ნერგავს ხარისხის ახალ სტანდარტს, რითაც ძალზე მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ბრენდებისთვის.
პორტფოლიო
