პროექტის ისტორია
პროექტის ისტორია
კოროლა კროსის პრეზენტაცია აჭარაში, სასტუმრო კასტელომარეში გაიმართა. მას ესწრებოდნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მედიის წარმომადგენლები. პრეზენტაცია არის კამპანიის სტარტი, რომლის ხარისხზეც დამოკიდებულია კომუნიკაციის შემდგომი განვითარება. ამიტომაც მისი ორგანიზება ყოველთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის. პრეზენტაცია, რომლის მიზანიც მედიაში პროდუქტის ფართო გაშუქება იყო, პოზიტიურად შეფასდა. კოროლა კროსის „მსვლელობა“ ამიერკავკასიის ბაზრებზე ასეთივე წარმატებით გრძელდება.