პროექტის ისტორია

სამსუნგის მხიარული, კრეატიული და ხალხმრავალი ღონისძიება კავეას კინოთეატრებში ჩატარდა. ღონისძიების მიზანს მომხმარებლისთვის ახალი მოდელის ახლოდან გაცნობა წარმოადგენდა საპრომოციო აქტივობის გზით. ჩვენი დავალება ამ აქტივობისთვის კონტენტის შემუშავება იყო. ასე შეიქმნა კონკურსი “ცეკვა ტელეფონში”. კამპანიაში ჩართულობამ და მონაწილეთა რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა, რის გამოც კამპანია დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა.