პროექტის ისტორია

ქეისი „ჩემი ისტორია“ საინტერესოა როგორც არაერთჯერადი ხასიათის კომუნიკაცია, რომლის საქველმოქმედო კონტენტი უცვლელია; კონკურსი fb აპლიკაციის მეშვეობით, რომლის გამარჯვებულს კლინიკა კონკრეტული სერვისით აჯილდოვებს. სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციის ეს ფორმა განსხვავებულია, ის ორიენტირებულია კლინიკის პოტენციური პაციენტების უშუალო ჩართულობაზე, რაც აძლიერებს მის ლოიალურობას ბრენდის მიმართ.