პროექტის ისტორია

ჩვენ დაგვევალა Flip 5 ქეისის და wall paper-ის დიზაინის კონცეფციის შემუშავება და შესრულება. ბრიფის მიხედვით კონცეფციას ქართული კონტენტი უნდა ქონოდა. დამკვეთს შევთავაზეთ ქართული მითოლოგია, რომელიც მდიდარია პერსონაჟებითა და ფერებით. დიზაინის თემები ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მითიური გმირების მიხედვით წარმოვადგინეთ: დალი, ბარბალე, ლაზარე, ფასკუნჯი, ლამარი, ჰარალე.