პროექტის ისტორია

კრეატორში შეიქმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე სტუდიის დიზაინი, მათ შორის იყო როგორც ორიგინალური, ასევე ადაპტირებული ვერსიები. დილის გადაცემის სტუდიის დიზაინი შემუშავდა უკვე არსებული კონსტრუქციის გათვალისწინებით; ჩვენი ამოცანა იყო ახალი დიზაინი მორგებოდა პავილიონის დეკორაციას, ყოფილიყო ტექნიკურად მობილური, ამასთან სადა, ფერადი და მსუბუქი, დილის განწყობის შესაბამისად.