პროექტის ისტორია

მრავალგვერდიანი ალმანახი წარმოადგენს თეატრალური ფესტივალის კალენდარს, სადაც თითოეული გვერდი ეძღვნება ფესტივალში მონაწილე სპექტაკლისა და მისი დასის აღწერას. თეატრის პირობითი სამყარო ასეთივე პირობითი გამომსახველობითი ხერხებითაა გადმოცემული. ემოციური და ნაივური თეთრ-შავ-წითელ ფერებში შექმნილი გრაფიკა თეატრის არსს ეხმიანება - ეფემერულობა, ბავშვური აღტაცება და წარმავლობის სევდა.