პროექტის ისტორია

პიერ კარდენის გლობალური საკომუნიკაციო სტრატეგია არ ითვალისწინებს ვიდეო რგოლების წარმოებას სატელევიზიო კამპანიებისთვის. შესაბამისად ქართული ბაზრისთვის საჭირო გახდა ორიგინალური რგოლის დამზადება. დამკვეთის სურვილი იყო, შეგვექმნა ვიდეო, სადაც გათამაშდებოდა ქალისა და მამაკაცის ამბავი ადიულტერის ინტრიგით. რგოლი კინოს ესთეტიკით და დრამატურგიით გაკეთდა, რითაც სასიყვარულო ისტორიამ ფრანგული პიკანტურობა შეიძინა.