წარმოებითი ნაწილის უმნიშვნელოვანესი რგოლი არის კრეატორის საკუთარი საწარმო, რომელიც კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დეპარტამენტს წარმოადგენს. საწარმო ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს, 2500 კვმ-ზე განთავსებული შენობა-ნაგებობებითა და მანქანა-დანადგარებით. საკუთარი საწარმოს არსებობა განსაზღვრავს კომპანიის მოქმედების სრულ თავისუფლებას ნებისმიერი ტიპის სარეკლამო აქტივობის დაგეგმვასა და განხორციელებაში მათი სირთულის მიუხედავად. 

საწარმოში მზადდება: დიდი ზომის კონსტრუქციები ექსტერიერებისთვის, ვიდეო კედლები, ფირნიშები, ინტერიერის მოწყობილობები, კომერციული ავეჯი, სტენდები, სპეციალური აღჭურვილობის მქონე დისფლეები, ნავიგაციის სისტემები.

კრეატორის საწარმოს მომსახურებით სარგებლობენ ისეთი საერთაშორისო კომპანიები, როგორებიცაა UNILEVER, SAMSUNG, LENOVO, SONY, CANON, HUAWEI, KFC, TOYOTA.

In English    
© 2008-2019 Creator Ltd. All Rights Reserved.